Tuesday, December 11, 2012

იბიცა


იბიცაიბიცა

იბიცა - კუნძული რომელიც ესპანეთს ეკუთვნის და ხმელთაშუა ზღვის ტალღები ერტყმის გარს. შეუდარებელი სილამაზის სანაპიროები, ულამაზესი თეთრი სილით დაფარული პლაჟები, ამწვანებული გორაკები, ადგილობრივების უცნაური არქიტექტურით აგებული თეთრი სახლები და ულამაზესი, წარმოუდგენლად ცისფერი ზღვის წყალი და უმაგრესი მზე :), რომელსაც თითქმის არასდროს ფარავს ღრუბლები - აი ეს არის მოგზაურის სამოთხე დედამიწაზე. თანაც, იბიცა აღიარებულია მთელ მსოფლიოში, როგორც საუკეთესო ახალგაზრდული კურორტი: ზუსტად აქ ფანტასტიური გართობისა და დროსტარებისათვის იყრის თავს ახალგაზრდობა მთელი ევროპიდან. საღამოს დადგომისთანავე იწყება მხიარულება - ეგზოტიკური შოუები, მასკარადები, მხიარული კლოუნადები, გრანდიოზული დისკოთეკები, სასაცილო შეჯიბრები და დახვეწილი მოდური ჩვენებებიც კი, რომლის მსგავსი არა მგონია რომ ევროპის რომელიმე ქალაქში ხდებოდეს.



სანაპიროები
იბიცას ყოველ დასახლებულ პუნქტში არის Oficina de Informacion, სადაც აბსოლუტურად უფასოდ არიგებენ ავტობუსების განრიგის ფერად ბუკლეტებს, სადაც სანაპიროების დაწვრილებით ილუსტრირებულ რუქას იხილავთ. ერთისგან მეორე გამომდინარეობს, რადგან დამსვენებლები პლაჟიდან პლაჟზე გადასვლას ქალაქის ავტობუსით ამჯობინებენ.
კუნძულზე დაახლოებით 80 სხვადასხვანაირი სანაპიროა ნებისმიერი გემოვნებისათვის.
ტურისტულები, მოდურები - გვიმრისებური ქოლგებითა და თეთრი შეზლონგებით. სტილიზირებულები - ‘’კარიბის ზღვის მეკობრეების’’ სტილში, სადაც ადგილობრივი ჯეკი-ბეღურები ყიდიან ათასგვარ რამეს. მიყრუებულები, ნუდისტურები და ველური სანაპიროები - ლამაზი და კლდოვანი.
იმას, რომ იბიცაში დასვენება საფუძვლიანად განსხვავდება სხვა კურორტებზე დასვენებისაგან, ხოლო თვითონ იგი - სხვა კურორტისაგან, ადვილად მიხვდებით, თუ დამსვენებლებს შეხედავთ.
ცურვის, ყვინთვისა და ნარუჯის მიღების მაგივრად ისინი ცდილობენ შეიკრიბონ სადმე ხეების ქვეშ, რათა არავითარმა მზემ და ტალღების ხმაურმა არ შეუშალოს ხელი მათ მშვიდ ძილს. პლაჟებზე ასევე ხდება ფლაერების დარიგება საღამოს წვეულებებზე და რასაც არ უნდა ამბობდნენ მედიკოსები პლაჟზე ძილის მავნებლობის შესახებ, იბიცაში სწორედ აქ სძინავს ყველას. ხვდებით ალბათ რატომაც: იბიცაზე ძჲლისთვის ღამით არავის ცალია, ღამე აქ გართობისათვისაა

იბიცა

კლუბები
ძირითადი კლუბური ცხოვრება იწყება შუაღამეს და მთავრდება დილის 7 საათზე. შესვლა 35 ევრო ღირს. მაგრამ თუ შიგნით მოხვდებით, მიხვდებით, რომ ფული ტყულად არ დაგიხარჯავთ. ეს ნამდვილად საუკეთესოა, რაც მუსიკის, მოდისა და გართობის სფეროში შექმნილა




Pacha
ღიაა 1967 წლიდან. რეზიდენტები: როჯერ სანჩესი, ერიკ მორილო, პიტ-ტონგი - ეს საკმარისი სიაა იმისათვის, რომ კლუბის დონე განსაზღვროთ. აქ ტარდება კუნძულის ყველაზე მოდური საღამოები. მოცეკვავე ბიჭები ასრულებენ ‘’ჰაუსს’’, ხოლო თავგადაპარსული ტატუირებული გოგონები - სტრიპტიზს - ლაკონურს და თავშეკავებულს, როგორიც თავად კლუბია. აქ ნახავთ ‘’დღის დიჯეის’’, აქ მოდიან მეტისმეტად ბურჟუაზიული და კარგად ჩაცმული ადამიანები. მაგრამ ერთად-ერთი ‘’ფეის-კონტროლი’’, როელსაც კლუბის შესასვლელში გადახაზული ღია ფეხსაცმლის ტაბლოთი შემოიფარგლება, იმ მოსაზრებითაა ნაკარნახევი, რომ სტუმრებმა ცეკვის დროს ფეხი არ გაიჭრან შემთხვევით გატეხილ ჭიქებზე.

Amnesia
სამშაბათობით და კვირაობით აქ იმართება ‘’ქაფიანი საღამოები’’. მაგრამ ეს არ აგერიოთ ცეკვებში ქაფის თანხლებით, ეს არის ნამდვილი ბრძოლა გადარჩენისათვის: ზემოდან მილების მეშვეობით, ძლიერი წნევით ეშვება ქაფი. თქვენი ამოცანაა არ დაიღრჩოთ ამ ქაფში, რომელიც კისრამდე გწვდებათ და სანამ თქვენ თვალებიდან იშორებთ მას, ‘’მუჩაჩოები’’ ყველა მხრიდან ცდილობენ ისარგებლონ თქვენი უმწეობით და ხელი წაგატანონ სხეულის ყველაზე ‘’აკრძალულ’’ ადგილებზე. შიძლება ითქვას, მხიარული, ჯგუფური ძალადობაა 80-იანი წლების მუსიკის თანხლებით.



Space
ეს კლუბი ტრანსისა და ტექნოს მოყვარულებისთვისაა. ყველაზე ხმაურიანი დისკოთეკაა მსოფლიოში. თუ ვინმეს კუნძულზე ფილმის გადაღება მოუნდება ნარკოტიკული თავაშვებულობის შესახებ, ვურჩევთ, გადაღებები აუცილებლად აქ მოაწყოს.

იბიცა

გუდაური


გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიკავკასიის სამხრეთ ფერდობებზე,თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.
სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის ჯალამბარის ('ლებიოდკის') მეშვეობით ადიოდნენ.

  




პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო „მარკო პოლო“, ამჟამად „გუდაური“). ამავე პერიოდში ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ის მიერ აშენდა საბაგირო გზა, რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე (მთა კუდებზე) და 3270მ. სიმაღლეზე (მთა საძელეზე) აჰყავს. ამჟამად სულ 5 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.

ბათუმი


ბათუმი — ქალაქი საქართველოშიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი1878 წლიდან. მოსახლეობა — 124 ათასი[6].
ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ,თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).
ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.




საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტები


საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტები

საფრანგეთის ალპები დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალი მთებია, ხოლო საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთრის სპორტის უმსხვილესი ცენტრია მსოფლიოში-380 სათხილამურო სადგური, მსოფლიოში ყველაზე მეტი აღმართი (2500) და ყველაზე ნაკლები რიგები მათ სიახლოვეს. ეს არის ყველაზე დიდი ტერიტორია სამთო-სათხილამურო სპორტისთვის და ტრასების ფართო არჩევანი, დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალი მონბლანი (Mont Blanc, 4807მ), მდგრადი ამინდი, მზე, თოვლის გარანტირებული საფარი დეკემბრის დასაწყისიდან მაისის შუა პერიოდამდე, ამას ემატება ზაფხულში სრიალის საშუალება. რეგიონის ყველაზე პოპულარული კურორტებია: შამონი, კურშეველი, ვალდიზერი და ტინი ვალ-ტორანსში, ლე-დეზ-ალპი, ლა-პლანი, მეჟევი, მერიბელი და ა.შ.
ლა-პლანი
დიდი რაოდენობით დაღმართების წყალობით (10 000) ლა-პლანი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. მის ტერიტორიაზე 110 აღმართი, 8 გადახურული საბაგირო და 33 საბაგირო გზაა. კურორტის ტერიტორიაზე 124 სხვადასხვა დონის ტრასაა-6 შავი, 35 წითელი, 72 ცისფერი და 11 მწვანე.
ლე-დეზ-ალპი
ლე-დეზ-ალპი  საერთაშორისო დონის უმსხვილესი ფრანგული სამთო-სათხილამურო კურორტია. მის ტერიტორიაზე 40-ზე მეტი სასტუმრო, ბევრი აპარტამენტი და 200 მაღაზიაა. ლე-დეზ-ალპი 1650 მეტრის  სიმაღლეზე მდებარეობს, ევროპის ყველაზე დიდი სასრიალო მყინვარიდან გრენობლი 75 კილომეტრში. კურორტს ერთდროულად 30 000 ადამიანის მიღება შეუძლია. დეკემბრის დასაწყისიდან მაისის დასაწყისამდე 64 საბაგირო გზა და 70 თოვლიანი ბორცვი 196-კილომეტრიან ტრასაზე პირველი კლასის სრიალს უზრუნველყოფს. თხილამურებით შესაძლებელია 1650 მეტრის სიმაღლიდან დაშვება, კურორტზე არის ნამდვილი ყინულის მოედანი სრიალისთვის და საცურაო აუზი, მათ შორის 50 მეტრის სიღრმის.
კურორტის ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ბუნებრივი „ყინულის გამოქვაბული“, რომელიც 3400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სწორედ აქ იმართება „მონდიალ-დიუ-სნოუბორდი“ და „მონდიალ-დიუ-სკი“-ყველაზე ექსტრემალური შეჯიბრი სნოუბორდინგსა და სამთო-სათხილამურო სრიალში ევროპის კონტინენტზე. გარდა ამისა, ლე-დეზ-ალპში ტარდება „დიდი საჰაერო შეჯიბრებები“ ვერტიკალურად ვარდნით 600 მეტრის სიმაღლიდან, მსოფლიო თამაშები „ბორდერკროსი“, ასევე მასიური მუსიკალური, სარეკლამო ღონისძიებები, პრეზენტაციები და მასობრივი სეირნობები.

მეჟევი
მეჟევი მომბრანთან ახლოს მდებარეობს და გარშემორტყმულია ზამთრის სპორტის სამი ზონით-როშბრიუნ-კოტით, მონდარბუათი და ლეჟაით. კურორტზე დაახლოებით, 300 კილომეტრამდე სამთო-სათხილამურო ტრასა (21 მწვანე, 39 ცისფერი, 50 წითელი და 15 შავი), 81 აღმართი და 170 თოვლიანი ბორცვია.

ალპ-დიუეზი
ალპ-დიუეზი  პირველი კლასის საერთაშორისო კურორტია გრენობლიდან 60 კილომეტრში, 1860 მეტრის სიმაღლის პლატოზე. სწორედ მის ტერიტორიაზე მდებარეობს ევროპაში ყველაზე დიდი სამთო-სათხილამურო ტრასა (სარენი, 16 კმ სიგრძის, თეთრი პიკის მწვერვალიდან) და ცნობილი გვირაბი, რომლის ქვეშაც გაყვანილია ტრასა. კურორტზე 108-220 კმ ტრასა და 81 აღმართია. ალპ-დიუეზი კარიბჭეა აუვან-კურორტისაკენ, რომელიც საუცხოო პეიზაჟებით გამოირჩევა და გრანდ-რუს მასივთან ახლოს მდებარეობს. სპორტისა და კონგრესის თანამედროვე სასახლეში სპორტის 26 სხვადასხვა სახეობით არიან დაკავებულნი, ეს სახეობებია: ტენისი, ფეხბურთი, გოლფი, აერობიკა და ა.შ. გარდა ამისა, მოქმედებს ფიტნეს-კლუბი, ბასეინი, 2 კინოთეატრი და ა.შ.
შამონი
შამონი მსოფლიოში უძველესი ზამთრის კურორტია, რომელიც ქალაქ მონბლანთან მდებარეობს. კურორტი, რომელიც სამთო-სათხილამურო სპორტის უძველეს დედაქალაქად ითვლება, 1050 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მაგრამ ტრასების 90% 2000 მეტრის სიმაღლეზეა. აღმართის უმაღლესი წერტილი 3842 მეტრის სიმაღლეზეა. 16-კილომეტრიან ველზე 3000 სპეციალურად მომზადებული ფერდობი, 49 აღმართი და 69 მარკირებული ტრასაა. სწორედ მის ტერიტორიაზეა განლაგებული ალპებში ყველაზე დიდი, 22-კილომეტრიანი „თეთრი ველი“. პროფესიონალებისთვის არის 17-კილომეტრიანი დაღმართი ვალე-ბლანშზე, ხოლო ფერდობები გრანტ-მონტზე ყველაზე მომთხოვნი მოთხილამურის მოთხოვნილებასაც აკმაყოფილებს. შამონში მდებარეობს 40-კილომეტრიანი ბრწინვალედ მომზადებული ტრასა.
ტრუა-ვალეს რეგიონი (სამი ველი)
მერიბელი
მერიბელი მდებარეობს სრიალისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდ რაიონში (200 აღმართი 600 კმ ტრასას ემსახურება). კურორტი სთავაზობს 150 კილომეტრ მარკირებულ და მოვლილ სპორტულ ტრასას (9 შავი) და სხვადასხვა ტიპის აღმართს. განლაგება მთელი დღის განმავლობაში ფერდობებზე სრიალის საშუალებას იძლევა. ამასთან, სადგურის სიმაღლე 1450-დან 1850 მეტრამდე მერყეობს. აღმართების უმაღლესი მწვერვალი 2950 მეტრის სიმაღლეზეა.

ლა-ტანია
ლა-ტანია მერიბელსა და კურშეველს შორის, 1350 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პატარა სოფელი 6-7 სასტუმროსგან, 7 რესტორნისგან შედგება. ის ტრანსპორტისთვის ჩაკეტილია. აპარტამენტებამდე აქ თხილამურებით მიდიან. კურორტზე 70-კილომეტრიანი ტრასაა.
ვალ-დიზერი და ტინი
 ვალ-დიზერი და ტინი მყინვარის პისაილასის სიახლოვეს მდებარეობს, ისინი ერთმანეთთან აღმართებისა და საბაგიროების ქსელით არის დაკავშირებული. არც ერთი სხვა კურორტი არ სთავაზობს დამსვენებელს ამდენ მრავალფეროვან დაღმართს. კურორტზე არის 133 ტრასა (21 მწვანე, 63 ცისფერი, 35 წითელი და 14 შავი, სულ 300 კმ), შესაძლებელია თხილამურების გახდის გარეშე 50 კმ-ს, ხოლო შეუჩერებლად 10 კმ-ს გავლა. ექსტრემალთათვის განკუთვნილია გალისედან და გრანდ-აიგუილე-რუსედან დაშვება. დამწყებთათვის არსებობს კლასიკური მარშრუტები მადელეინიდან სანტონსისა და ვალონის ტყეებამდე.
ვალ-ტორანსი
ის 2300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რის გამოც რეგიონში ყველაზე მაღალმთიანია. სათხილამურო უმაღლესი წერტილი 3300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აღმართების სისტემა არამხოლოდ ვალ-ტორანსში, არამედ „სამი ველიდან“ ნებისმიერში სრიალის საშუალებას იძლევა. იქვე მდებარეობს ევროპაში ყველაზე დიდი აღმართი „კარონი“, საბაგირო „ფუნიტელი“, რომელსაც საათში 3000 მოთხილამურის აყვანა შეუძლია. საერთო ჯამში, ვალ-ტრანსის შემოგარენში დაახლოებით, 1000 მარკირებული ტრასაა.
კურშეველი
კურშეველი „სამი ველის“ კურორტებიდან ყველაზე პრესტიჟულია, ის ტარანტეზის ველის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მის ტერიტორიაზე უნიკალური ბუნება, საუცხოო ტრასები, განსაკუთრებული ხარისხის სასტუმროები, რესტორნები, დისკოთეკები, ღამის კლუბები, ბოულინგი, ტენისის მოედნები, აუზი და საუნაა. კურშეველში 180 კილომეტრზე მეტი სიგრძის ტრასაა.
პორტ-დიუ-სოლეი
ზედა სავოიისა და შვეიცარიის ალპების საზღვარზე ფანტასტიური დაღმართების ჯაჭვია, რომელიც 12 სამთო-სათხილამურო სადგურს, საფრანგეთისა და შვეიცარიის ქალაქებს ერთ სამთო-სათხილამურო ზონაში აერთიანებს, რომელსაც პორტ-დიუ-სოლეი ჰქვია. ფრანგული ნაწილის ცენტრი მორზინია, საუცხოო ოჯახური კურორტი კლასიკური ალპური არქიტექტურით, ავორიაზას ხის „ცათამბჯენებითა“ და ლე-ჟეს შინაური იერით. ავორიაზაში აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა, კურორტის ტერიტორიაზე მხოლოდ ცხენებით, თხილამურით ან ქვეითად გადაადგილდებიან. ყველა სასტუმროსა და აპარტამენტს ფერდობზე პირდაპირი გასასვლელი აქვს. კურორტი 5  სოფლისგან შედგება, ესენია: დე-ლა-ფალეზი, დე-კროზატი, დე-რუში, დე-დრომონი, დე-ოტ-ფორტი და დიუ-ფესტივალი. მის ტერიტორიაზე 220 საბაგირო და 50 ტრასაა (საერთო სიგრძე 650 კმ). პორტ-დიუ-სოლეიში არის ბოულინგი, ბილიარდი, სპორტული ცენტრი სატრენაჟორო დარბაზით, საუნა და ჯაკუზი. პოპულარულია ძაღლებშებმული მარხილითა და ციგურებით გასეირნება. სნოუბორდის მოყვარულთათვის მოქმედებს პირველი კლასის სნოუპარკი.

წყარო


ბორა-ბორა
ფრანგულ პოლონეზიში ჩასვლა მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდანაა შესაძლებელი. აქ, ცივილიზაციიდან მოშორებით, ფეშენებელური კურორტები, კუნძულები და პლაჟებია მოწყობილი. ესაა ყველაზე ლამაზი კუნძული წყნარ ოკეანეში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ლაგუნით. ბორ–ბორა მნახველს აოცებს წყნარი წყლებითა და მარჯნის ბაღებით. ვილები პირდაპირ ლაგუნის წყლებშია აშენებული და ერთმანეთს პატარა ხიდებით უკავშირდება. ნომრებში საუზმე და ყვავილები ნავებით მიაქვთ. წყალქვეშა ცხოვრებისთვის თვალის დევნება ბუნგალოდან გაუსვლელად შეიძლება, რომელთა იატაკის ნაწილი გამჭვირვალე მასალისგანაა დამზადებული. ოტელში ერთი ღამის გატარება 800 დოლარი ღირს, მასაჟის სეანსი სპა–სალონში კი 264 დოლარი ჯდება.

წყარო


კურორტები





მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კურორტები

ბორა–ბორა

ფრანგულ პოლონეზიში ჩასვლა მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდანაა შესაძლებელი. აქ, ცივილიზაციიდან მოშორებით, ფეშენებელური კურორტები, კუნძულები და პლაჟებია მოწყობილი. ესაა ყველაზე ლამაზი კუნძული წყნარ ოკეანეში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ლაგუნით. ბორ–ბორა მნახველს აოცებს წყნარი წყლებითა და მარჯნის ბაღებით. ვილები პირდაპირ ლაგუნის წყლებშია აშენებული და ერთმანეთს პატარა ხიდებით უკავშირდება. ნომრებში საუზმე და ყვავილები ნავებით მიაქვთ. წყალქვეშა ცხოვრებისთვის თვალის დევნება ბუნგალოდან გაუსვლელად შეიძლება, რომელთა იატაკის ნაწილი გამჭვირვალე მასალისგანაა დამზადებული. ოტელში ერთი ღამის გატარება 800 დოლარი ღირს, მასაჟის სეანსი სპა–სალონში კი 264 დოლარი ჯდება.

მურეა


ფრანგულ პოლინეზიაში დასვენების სხვა, უფრო აქტიურ სახეობასაც მოძებნით. კუნძულ მურეაზე შეგიძლიათ ზვიგენებს საკუთარი ხელით აჭამოთ. მურეას გულის ფორმა აქვს, და სწორედ ამიტომ ის ქორწილებისა და თაფლობის თვის გატარებისთვის საუკეთესო ადგილია. ახალდაქორწინებულები ქორწილის შემდეგ პატარა დაუსახლებელ კუნძულებზე მიყავთ. 

ბაჰამის კუნძულები


ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ეს არქიპელაგი 700 კუნძულს აერთიანებს, რომელთაგან დასახლებული მხოლოდ 30–ია. გოლფსტრიმის თბილი დინების წყალობით კუნძულები დიდი ხანია „ფუფუნებით დასვენების“ სინონიმი გახდა. ესაა მსხვილი ოფშორული და სათამაშო ბიზნესის ცენტრი. არ უნდა დაგვავიწყდეს ასეულობით კილომეტრის თეთრი პლაჟები, მარჯნის რიფები და სუფთა წყლები, რომლებიც დაივინგის მოყვარულებს აღაფრთოვანებს.

აქ შეგიძლიათ დელფინებთან ერთად ცურვა, ზვიგენების გამოკვება და მარჯნის რიფების დათვალიერება.მშვენიერ პეიზაჟში ორგანულადაა შერწყმული უმდიდრესი სასტუმროები, მაღაზიები, დისკოთეკები და ბარები. სასტუმროში ერთი დღე–ღამის გატარება 440 დოლარი ღირს. გოლფის გაკვეთილები კი 200–დან 1800 დოლარამდე დაგიჯდებათ სეზონის გათვალისწინებით.

ბაჰამის კუნძულებზე პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანებისთვის სუპერ–ექსკლუზიური შეთავაზებები მოქმედებს. მუშა ქეი – ესაა კუნძული, სადაც 24 ადამიანის განთავსება შეიძლება. ერთი ღამის გატარება კი 24 750 დოლარი ღირს. ფრენა და სატელეფონო მომსახურება ცალკე თანხა ღირს. დასვენების მინიმალური ვადა სამი დღეა.

მაიამი, Casa Contenta


Casa Contenta – ესაა 20 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი, რომელიც კომპანია Villazzo0ს ეკუთვნის. აქ უზარმაზარი აუზი და ჩანჩქერია, ოთახების ინტერიერი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტილშია შესრულებული. ფასები 11600 დოლარიდან იწყება და 17 700 დოლარს აღწევს. დასვენების მინიმალუდი ვადა 3 დღეა. 

მალდივი, The Rania Experience

ესაა ექსკლუზიური კურორტი მალდივის კუნძულებზე, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ 30–მეტრიან იახტაზე ისეირნოთ, ასევე ისიამოვნოთ დაივინგით, თევზაობითა და ექსკურსიებით. კურორტს ერთდროულად 9 ადამიანის მიღება შეუძლია. ფასები ორი ძირითადი სტუმრისთვის 9500 დოლარიდან იწყება, დანარჩენებისთვის კი მომსახურების ღირებულება დღე–ღამეში მინიმუმ 500 დოლარი ღირს. 

ბარბადოსი, Sandy Lane

1961 წელს, ყოფილი პლანტაციის ადგილას აშენებული ვილა Sandy Lane 730 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და კარიბის ზღვის ერთ–ერთ ყველაზე მდიდრულ კურორტად ითვლება. აქაა სპა–სალონის ცენტრი და გოლფის დიდი მოედანი. ოთახის ფასები 8 ათასი დოლარიდან იწყება, სეზონის პიკზე კი 25 ათას დოლარს აღწევს.

ანგილია, Altamer


კრიბის ზღვის ამ კურორტზე დასვენება შუა სეზონზე კვირაში 80 ათასი დოლარი ჯდება. ამასთან, დასვენების მინიმალური ვადა ორი კვირაა. ვილას აქვს საკუთარი კინოთეატრი, აუზი, რამდენიმე ჯაკუზი და რვა საძინებელი. 

სეიშელის კუნძულები, Fregate Island Private

ეს სეიშელის კუნძულების ყველაზე შორეული კუნძულია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ბავშვებიან ტურისტებში. კუნძულზე მდებარე 16 ვილაში 40 სტუმრის განთავსება შეიძლება. „მკვდარ სეზონზე“ აქ ფასები ღამეში 2450 დოლარიდან იწყება. სეზონის პიკზე კი ღირებულება 2700 დოლარამდე იზრდება. დასვენების მინიმალური ვადა ერთი კვირაა. 

ფიჯი, Turtle Island

ეს ექსკლუზიური კურორტი კუს ფორმის კურორტზე მდებარეობს და ერთდროულად 14 სტუმრის მიღება შეუძლია. სტუმრები თავად ირჩევენ, თანამედროვე კოტეჯებში დაისვენონ თუ ქოხებში. ფასები 1632 დოლარიდან 2390 დოლარამდე მერყეობს. ფასში კვებისა და სასმელების გარდა წყალქვეშა თევზაობა და პლაჟზე პერსონალური პიკნიკები შედის. 

ბელიზი, Cayo Espanto

ხუთი ვილისგან შემდგარ კურორტზე ერთდროულად 14 ადამიანს შეუძლია დასვენება. თითოეულ ვილას ცალკე მოსამსახურე ჰყავს. აქ ყველაზე პოპულარული გართობა დაივინგი, გოლფი და თევზაობაა. ფასები 1395 დოლარიდან იწყება. დღეში 10 ათასი დოლარის გადახდის შემთხვევაში კი მთელი კუნძულის დაჯავშნაა შესაძლებელი. 

ფიჯი, Vatulele Island Resort

ამ არაფორმალურ კურორტზე, სადაც სტუმრებს მოუწოდებენ, ფეხშიშველებმა იარონ, გაზეთებით, ფულითა და თანამედროვე ტანსაცმლით სარგებლობა კი აკრძალულია, ოთახების ღირებულება 1296 დოლარიდან იწყება. კუნძულზე სტუმრები ვერტმფრენით ან ჰიდროპლანით ჩამოყავთ. ყოველდღე კურორტზე ახალი პროდუქტები მატერიკიდან ჩააქვთ.


წყარო